Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ეშტიაში გაგრძელდა საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

გრძელდება საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის.

დღეს, 21 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში. ეთნიკური უმცირესობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა და მოსახლეობას ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ინგა გვარამაძემ. პრეზენტაცია წარადგინეს ასევე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც წინასწარ გადამზადდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ.

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ,  ერთობლივად.  საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ.