Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქვემო სამსარში უფასო სამართლებრივ დახმარების შესახებ ისაუბრეს

დღეს, 22 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სამსარის მოსახლეობას შეხვდა ახალქალაქის საკონსულტაციუო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე, რომელმაც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA -ს წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას მიაწოდა ამომწურავი ინფრმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე და გაწია ინდივილუალური იურიდიული კონსულტაციები. გაიმართა პრეზენტაცია.

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად. საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერილია PITA-ს და UNAG -ის მიერ.