Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე და ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თინათინ დიაკონაშვილი მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 14-28 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. კამპანია ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.

შეხვედრები გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის საჯარო სკოლასა და ბარალეთის იუსტიციის სახლში, სოფლების - ხანდოს და კარტიკამის საჯარო სკოლებში, ასპინძის მუნიციპალუტეტის სოფლების  დამალასა  და  დადეშის საჯარო სკოლებში,  ნინოწმინდის საჯარო სკოლასა და სოფელ ჯიგრაშენის კულტურის სახლში.

იურისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ვრცლად ესაუბრნენ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. თითოეული შეხვედრის ბოლოს ინგა გვარამაძემ ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია ყველა დაინტერესებულ პირს.