Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროს და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში, „ჯავახეთის პროფესიული კოლეჯის“ სტუდენტებთან გამართეს.

საზოგადოებრივი ადვოკატები სტუდენტებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე, ასევე – მოძალადეთათვის დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტია.