Top

ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ამბროლაურში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა

ივნისის თვეში, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ამბროლაურის  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგებთან, ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, საჯარო რესტრში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურსა და  სამოქალაქო რეესტრში. 

თეა ჩიკვაიძემ აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია სამსახურის სერვისების შესახებ. მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის საკითხებს, პრევენციულ ღონისძიებებს, განიხილა ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის საკითხები.

თითოეულ შეხვედრაზე დიდი იყო ინტერესი სოციალური საკითხებისადმი - სოციალური შემწეობის დანიშვნის, შეწყვეტის, გაპროტესტების პრობლემები და სხვა.

იურისტ კონსულტანმა გასწია ინდივიდუალური კონსულტაციები და დაარიგა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბროშურები. 

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ, ცოტა ხნის წინ,  რაჭის სოფლებში გამართული შეხვედრების შესახებ სტატია გამოქვეყნდა გაზეთში "ამბროლაურის მოამბე", სადაც წერია:" მსგავსად ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა, ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა მიერ, გასვლითი კამპანია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტად შეფასდა".