Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

1 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ბიუროების სტაჟიორებმა მიიღეს.

სტუდენტმა, რომლებიც, იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში, 4-თვიან სტაჟირებას გადიოდნენ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზარხ მკვლელობის საქმე განიხილეს. იმიტირებული პროცესზე სტაჟიორებმა წარმოაჩინეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა. პროცესში გაიმარჯვა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს სტაჟიორთა გუნდმა, რომელიც დაცვის მხარეს წარმოადგენდა.

იმიტირებული პროცესი იურიდიული კლინიკის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ამის გარდა, პროგრამის მიხედვით, სტუდენტები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებსაც ამზადებენ. მათ, ასევე, სასამართლოსთან, პროკურატურასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ.

სტაჟირების პროგრამა, უკვე მეცხრე წელია, ხორციელდება. მასში, ყოველწლიურად, თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობს.