Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის ძალისხმევით, ბრალდებული გამართლდა

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ ი.თ-ს ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, ოთარ რუხაძე, იცავდა.

ი. თ.–ს ბრალდების მხარე დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებოდა. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ჩაერთო. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ მტკიცებულებები უკანონოდ მოიპოვეს და საქმის განხილვაზე არ წარადგინეს.

დასკვნით სიტყვაში, ადვოკატმა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოითხოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს სთხოვა, არ გაეზიარებინა არც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რადგან ამ ორივე დოკუმენტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78–ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, არ გააჩნდათ მტკიცებულებითი ძალა. აღნიშნულ არგუმენტად ადვოკატმა ის ფაქტი დაასახელა, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა სასამართლოში მოწმედ დაეკითხა პირი, რომელმაც მოიპოვა ან შექმნა მტკიცებულება ან რომელთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე.

საბოლოოდ, სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.