Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხონის რაიონის სკოლებში სემინარები ჩატარდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ დაიწყო სემინარების სერია, რომელიც ხონის რაიონის 4 საჯარო სკოლას მოიცავს და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

5 მარტს, პირველი სემინარი ჩატარდა ქ.  ხონის №3 საჯარო სკოლაში. ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია და თავი მოუყარა 70-მდე უფროსკლასელს მოსწავლეს. მათ მოისმინეს თეორიული კურსი სამართლებრივი კულტურის, ადამიანის და ბავშვთა უფლებების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

გეგმის მიხედვით, სამართლებრივი სემინარები ჩატარდება  ქ.  ხონის №3 და №4, ასევე ხონის რაიონის სოფელ კუხისა და სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლებში. თითოეულ სკოლაში ოთხ-ოთხი ღონისძიება გაიმართება. თეორიული კურსი მოიცავს შედეგ თემებს:

  1. რას ნიშნავს სამართლებრივი კულტურა? ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები
  2. სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ადვოკატის როლი
  3. სამართლის დარგები, სისხლის სამართალი, რა არის დანაშაული?
  4. ტოლერანტობა vs დისკრიმინაცია, სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლები

სასკოლო სემინარები განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.