Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გასვლითი კონსულტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში

30 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა მორიგი გასვლითი კონსულტაცია სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალური დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის საკითხებზე.

ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში გასვლით კონსულტაციები იანვრის ბოლოდან დაიწყეს და ეწვინენ ქალაქ სამტრედიას, ასევე სოფლებს - გომს, კულაშს, გორმაღალს, იანეთს, ნაბაკევს და ჯიხაიშს.