Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის მიერ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მზადება იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სასამართლო პროცესის ორგანიზატორი იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ქუთაისი – “Elsa Kutaisi”, რომელმაც სრულიად დაუჭირა მხარი ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის სოფო ყუბანეიშვილის ინიციატივას და ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგად2018 წლის 14 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული პროცესი სამოქალაქო სამართალში. 

სტუდენტები, რომლებსაც წინასწარ განაწილებული ჰქონდათ სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლები, აქტიუარად ჩაერთვნენ შეჯიბრში. იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სწორედ, შეჯიბრი მიჩნეულია ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. წინასწარ შეირჩა თემა და საქმე საოჯახო სამართლიდან. სტუდენტებს ჰქონდათ გარკვეული დრო,რათა საბოლოო პროცესისთვის მომზადებულიყვნენ - შეადგინეს წერილობითი აპლიკაციები და მოამზადეს ზეპირი გამოსვლები. 

იმიტირებული სასამართლო პროცესი დასრულდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს მიერ მომზადებული გუნდის გამარჯვებით.