Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა შედგა

2018 წლის 19 დეკემბერს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია ხვადაგიანი და სოფიო ყუბანეიშვილი ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.

დევნილებს წარედგინათ პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის" საკითხებზე. კერძოდ თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებაც. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები

ქალთა უფლებებიადამიანის უფლებებიhuman rights