Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იმერეთის-ქუთისის ბიურომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს თანამშრომლებმა ხვიჩა თავაძემ და ბელა ჭყონიამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს  ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაში შემავალ მუნიციპალიტეტებში.

2018 წლის 21 დეკემბერს შედგა გასვლითი შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, ვარციხის დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებთან,   გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელთან ერთად. დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა უფლებებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ადგილზე გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაცია.

2018 წლის 25 დეკემბერს კი შედგა შეხვერდა გეგუთის საზოგადოებრიც ცენტრში გეგუთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან. სკოლაში სწავლობენ როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი ბავშვები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა უფლებების შესახებ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კანონმდებლობას.  განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის საკითხები, ძალადობის სახეები, მსხვერპლის გამოვლენისა და დაცვის, ასევე ოჯახური ძალადობის თავიდან აცილების საკითხები.

2018 წლის 25 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახამრება საქართველოს (LAG) გასვლითი შეხვედრა შედგა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის დევნილთა დასახლებაში. დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომ შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული მომსახურებით.