Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

წყალტუბოელ არასრულწლოვანს ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა

იმერეთის-ქუთისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, სოფიო ყუბანეიშვილი 2018 წლის დეკემბერში სავალდებულო წესით ჩაერთო წყალტუბოში მცხოვრებ არასრულწლოვან  ნ.შ.–ს საქმეში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს პოლიციის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა აღნიშნული მოზარდის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.

შსს პოლიციის რაიონული განყოფილება ითხოვდა ნ.შ.–ს სამართალდამრღვევად ცნობას ასკ–ის 166–ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). პოლიციის ერთ-ერთი ინსპექტორ-გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ ნ.შ.-მ მას სატელეფონო საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმის სრული განხილვის, მოწმის გამოკითხვის შედეგად, ქუთაისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის - სოფიო ყუბანიშვილის მიერ წარდგენილი დასაბუთებული პოზიცია, რადგან ვერ დადგინდა მოზარდის მხრიდან სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.

არასრულწლოვანიადმინისტრაციული კოდექსი