2019 წლის 28 ნოემბერს ბაღდადში, ხოლო -11 ნოემბერს წყალტუბოში, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს კონსულტანტის ბელა ჭყონიას მიერ განხორციელდა გასვლითი შეხვედრები აღნიშნულ მუნიცპალიტეტში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
შეხვედრა განხორციელდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, მომსახურების პირობების შესახებ.
დევნილებმა გამოთქვეს სამსახურის სერვისებით სარგებლობის სურვილი.