დღეს, 29 ნოემბერს, იმერეთის-ქუთაისის ბიუროში იურიდიული დახმარების ბიუროში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „რელიგიის თავისუფლება: პრაქტიკული კურსი“.
ტრენინგს უძღვება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ზაზა ზანგურაშვილი. განსახილველ საკითხთა შორისაა - კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში; პროზელიტიზმი; რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართლებრივი სტანდარტები და მათი გავლენა კანონმდებლობაზე/სასამართლო პრაქტიკაზე და სხვა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.