ნათელა ნერგაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან მუშაობს. იგი იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტია.
ნათელა ნერგაძე 2004-2014 წლებში მუშაობდა ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ქუთაისის მერის მოადგილის თანაშემწედ, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების იურიდიულ სექტორში კოორდინატორის თანამდებობაზე, ასევე, ქუთაისის მერიის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილებით ნათელა ნერგაძეს გააჩნია ეფექტური კომუნიკაციის, საკითხის დროული იდენტიფიცირების უნარ–ჩვევები, რაც აისახება იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს გამართულ და ეფექტურ მუშაობაში.
ნათელა ნერგაძეს წარმატებით აქვს გავლილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, აქვს მინიჭებული სერტიფიცირებული საჯარო მოხელის სტატუსი. ნათელა ნერგაძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი პროფესიული ტრენინგი.
ნათელა ნერგაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.