Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საღვინეს მოსახლეობა იურიდიული დახმარების სერვისებს გაეცნო

2019 წლის 4 აპრილს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა – თეა ჯანგიანმა, ელისო ბოგვერაძემ და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი საღვინეს მოსახლეობასთან საღვინის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

სოფლის მოსახლეობა გაეცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, უფასო სამართლებრივი დახმარების პირობებს. ადგილობრივები დაინტერესდნენ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის, საბანკო ვალდებულებების, მემკვიდრეობის საკითხებით. იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები და დაურიგეს სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.