Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზესტაფონელი მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2019 წლის  22 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროში, შსს ზესტაფონის რაიონული განყოფილების და პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით  შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრის თემა იყო  დანაშაულის კატეგორიები, ნარკოტიკული დანაშაული, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ზოგადი პრინციპები. მოსწავლეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის უფლებებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და მისი მომსახურების გაწევის პირობებზე.