Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გლობალური კამპანიის ფარგლებში ზესტაფონში შეხვედრა შედგა

დღეს, 27 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტები ელისო ბოგვერაძე და თეა ჯანგიანი ზესტაფონის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა შედგა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 2019 წლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომლის თემაა სექსუალური შევიწროება.

იურისტებმა მასპინძლებს გააცნეს ქალთა უფლებები, ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - სექსუალური შევიწროების სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხები. ასევე, ცენტრის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები