Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხარაგაულელი მოსწავლეებისათვის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, 3 მაისს, ხარაგაულის №3 საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე „ასაკი და უფლება-მოვალეობები“.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს მათი უფლება–მოვალეობები გააცნეს, ესაუბრნენ სხვადასხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის, აგრეთვე მათი ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელების შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ამგვარი ღონისძიებების მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.