Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სიღნაღის ბიურომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

გასულ კვირას მნიშვნელოვანი  საინფორმაციო შეხვედრები გამართეს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა. 26 თებერვალს საზოგადოებრივი ადვოკატები – ბექა ჯავახიშვილი და არჩილ ტუხაშვილი ქ. წნორის პრობაციის ბიუროში შეხვდნენ პრობაციის ოფიცერსა და პრობაციონერებს. საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფეროს, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს და სერვისებს. პრობაციონერებმა დასვეს არაერთი კითხვა  სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო კითხვები ნარკოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

28 თებერვალს კი იგივე ადვოკატები და  კონსულტანტი გიორგი შერმადინი სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

იურისტებმა ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს  გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, საუბარი იყო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის  წესზე, პირობებსა და საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის საფუძვლებზე. განიხილეს ის სამართლებრივი საკითხები და სერვისები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოვების შემდეგ, ბენეფიციართა ახალი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი გახდება.