Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, 22 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებას სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უფასო სამართლებრივი დახმარების დღესმოქმედი სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე და სამსახურის რამდენიმე ახალი პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება.

სიღნაღში შეკრებილი ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე მოქმედებს 12 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი. მათ შორისაა სიღნაღის ბიურო, რომელიც ადგილობივ მოსახლეობას 2016 წლდან უწევს დახმარებას. სიღნაღში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, სიღნაღის ბიუროს თანმაშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.