თამაზ გურაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. იგი იყო კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2016 წლის მაისიდან არის კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი.
თამაზ გურაშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში დაგროვილია არაერთი წარმატებული საქმე. მათ შორის გამამართლებელი განაჩენებით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დამთავრებული საქმეები. მათგან აღსანიშნავია უზენაეს სასამართლოში განხილული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც სრული გამართლებებით დასრულდა.
თამაზ გურაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობის დაწყებამდე თავისი სპეციალობით მუშაობდა სხვა სამსახურში და აქვს პრაქტიკული მუშაობის დიდი გამოცდილება. მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში და 2016 წლიდან ირიცხება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში.
სამსახურბრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის და მიღწეული წარმატებებისთვის თამაზ გურაშვილს მიღებული აქვს მადლობები.