Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სიღნაღში გაიმართა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან

2024 წლის 2 ოქტომბერს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში – სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში.

შეხვედრაზე, რომელიც სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა,  თავშესაფრის ბენეფიციარებს განემარტათ იურიდიული დახმარების წესი და პირობები. ბენეფიციარებს ასევე კონსულტაცია გაეწიათ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

სიღნაღის ბიუროს თანამშრომლებმა ბენეფიციარებს პასუხი გასცეს მათ  მათთვის საინტერესო სხვადასხვა სახის სამართლებრივ საკითხებზე.   
შეხვედრაზე ასევე დარიგდა ბუკლეტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.