Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ ანაგის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 18 ოქტომბერს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს განემარტათ იურიდიული დახმარების წესი და პირობები, საუბარი შეეხო დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგის და ტოლერანტობის საკითხებს.

ბავშვებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის აპლიკაციის „las Georgia“ და ბავშვებისათვის განკუთვნილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდის www.children.las.ge -ს შესახებ. იურისტებმა ისაუბრეს ზოგადად არასრულწლოვანების უფლებების შესახებ. მოსწავლეებისათვის დეტალური ინფორმაცია იქნა მიწოდებული არასრულწლოვანების შრომის უფლებებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დარიგდა ბუკლეტები - "მოზარდი და დანაშაული" და "შრომის უფლებები".