Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

9 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სიღნაღის რაიონის სოფელ წნორის მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  თავშესაფრ - „ბეთელში“.

შეხვედრის ფარგლებში, თავშესაფრის ბენეფიციარებს განემარტათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.