Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ კონდოლის მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსხურის საქმიანობას გაეცნენ

2018 წლის 10 მაისს კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიურო გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდა თელავის რაიონის, სოფელ კონდოლის საჯარო სკოლაში.  გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების   ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრა მოსწავლეებთან წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა და კონსულტანტმა მერი ხაჩიძემ მოსწავლეებს გააცნეს  იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები,  საოჯახო საქმეების წარმოების  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები, ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მემკვიდრეობის, უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის) რეგისტრაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ  საკითხებზე. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიდგათ.