Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

აწყურის სკოლის მოსწავლეები გლობალური კამპანიის საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 4 დეკემბერს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ლიანა ჭუნიაშვილი იმყოფებოდა გასვლით კონსულტაციაზე ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, სადაც შეხვდა სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

ბიუროს ხელმძღვანელი ესაუბრა მოსწავლეებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე, აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის ასაკზე სისხლის სამართლის საქმეებზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში.

პასუხი გაეცა მოსწავლეებისათვის საინტერესო სხვა კითხვებსაც, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკულ დანაშაულს, დანაშაულში თანამონაწილეობას, არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებებს ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე.

მოსწავლეებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და სხვა თემებზე.