Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გია ფარადაშვილი (ადვოკატი)

გია ფარადაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. მანამდე იგი ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, ხოლო უფრო ადრე მუშაობდა თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ 7 წლის განმავლობაში.

გია ფარადაშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. იურიდიული დახმარების სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში აღსანიშნავია არასრულწლოვნების საქმეებზე მიღწეული წარმატებები.

გია ფარადაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

გია ფარადაშვილი გარკვეული დროის განმავლობაში (რამდენიმე წელი), ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე. იყო მოწვეული მასწავლებელი და კითხულობდა ლექციების კურსს სამოქალაქო საპროცესო სამართალში.

გია ფარადაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.