ირინე იჩუკაიძე იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. 1995 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის გამამართლებელი განაჩენით და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
ირინე იჩუკაიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2015 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
ირინე იჩუკაიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.