Top

რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში აქტიურადაა ჩართული იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიურო და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი. 

27  ივნისს შეხვედრები გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნაზარლოსა და ყარაჯალარში. კონსულტანტებმა ლალი ალუდაურმა და დავით ჯიქიამ აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვთა უფლებების კოდექსისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები. ასევე შშმ პირთა უფლებები.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და სხვა სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება ბავშვის უფლებათა კოდექსმა გამოიწვია. ყველა შეკითხვაზე სამსახურის კონსულტანტების მიერ კვალიფიციური კონსულტაცია იქნა გაწეული.