Top

რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

რუსთავის დღის ცენტრ "კესანეში" აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღვნიშნეთ

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს" ესტუმრნენ.

სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს წარუდგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი დახმარების საკითხებზე და საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობაზე შშმ პირთა დახმარების მიმართულებით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგები და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები -ადვოკატები და კონსულტანტი, რომლებმაც სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს როგორც ცენტრის ხელმძღვანელობას, ასევე ბენეფიციართა მშობლებს.

ცენტრის ბენეფიციართა მშობლებს აინტერესებდათ შშმ პირთა ინტერესების წარმომადგენლობის საკითხები სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მხარდამჭერი პირის დანიშვნის სამართლებრივი პროცედურები და ა.შ. გადაწყდა, რომ ცენტრ "კესანესა" და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.