რიმა გურგულია 2008 წლიდან მუშაობს ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში. თავდაპირველად მუშაობდა სპეციალისტის თანამდებობაზე. 2010 წელს მუშაობდა შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში ასევე სპეციალისტის თანამდებობაზე,
რიმა გურგულია 2011 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
რიმა გურგულიას საადვოკატო საქმიანობის პერიოდში ნაწარმოები აქვს ასეულობით საქმე. მათ შორის იყო წარმატებული საქმებიც, როგორიცაა გამამართლებელი განაჩენი.
რიმა გურგულიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
რიმა გურგულია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე.