Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველ პენსიონერს მატერიალური დახმარება გაეწია

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტის, ნინო პაპაშვილის, ძალისხმევით, სოციალურად დაუცველ პენიონერს ერასტ კ.-ს მატერიალური დახმარება გაეწია.

ერასტ კ. მარტოხელა პენსიონერი იყო. კონსულტაციის პროცესში, გაირკვა, რომ მოხუცი ადრე სოციალურ დახმარებასაც იღებდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით -  შეუწყვიტეს. მოხუცი ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა მედიკამენტების საჭირო თანხის მოძიება უჭირდა.

კონსულტანტმა, ნინო პაპაშვილმა, შეადგინა განცხადებები, რომლითაც ადგილობრივ გამგეობას მიმართა. შედეგად, ადგილობრივმა გამგეობამ ერასტ კ. ჩართო „მინიმალურ სასურსათო პროგრამაში“, რომელიც ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოქალაქეს ერთჯერადად გადაერიცხა მედიკამენტებისათვის საჭირო თანხა.