აიგუნ მ.-მ კონსულტაციისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეული საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. მას სურდა თავისი ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ბავშვების მამას ალიმენტის გადახდა დაკისრებოდა.
ქალმა მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ადრეც ისარებლა, როდესაც ყოფილი ქმარი მას ბავშვების წართმევით ემუქრებოდა. მაშინ, ყოფილ მეუღლეებს შორის დავა დედის სასარგებლოდ გადაწყდა.
კონსულტანტმა ნინო პაპაშვილმა კვალიფიციური იურიდიული დახმარება აიგუნ მ.-ს ამჯერადაც გაუწია. მომზადდა სარჩელი, რომლითაც აიგუნ მ.-ს ბავშვების მამისგან ალიმენტის გადახდა მოითხოვა.
საბოლოოდ, მარნეულის მაგისტრატმა მოსამართლემ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს, ბავშვების სასარგებლოდ, ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა დააკისრა.