Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

მოქალაქემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგება შეძლო

ნიზამი მ.-ს სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება სურდა. თუმცა, დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.

მოქალაქემ დახმარებისთვის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. კონსულტანმა ნინო პაპაშვილმა გაუწია კონსულტაცია და განუმარტა, თუ რა საბუთების წარდგენაა საჭირო იმისათვის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღოს. მომზადდა განცხადებაც, რომლითაც ნიზამი მ.-მ სასამათლოს მიმართა.

საბოლოოდ, მარნეულის მაგისტრატმა მოსამართლემ დააკმაყოფილა მოქალაქის განცხადება და დაადგინა, რომ მიწის მისაკუთრის მოწმობის და მიწის სააღიცხვო ბარათი ნამდვილად ნიზამი მ.-ს ეკუთვნის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის ყოველგვარი დაბრკოლება მოიხსნა.