Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

მშობლებს, ფსიქიკურად დაავადებულ სრულწლოვან შვილებზე ზრუნვისათვის, მეურვის სტატუსი მიენიჭათ

მინაია ბ.-მ კონსულტაციისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. ქალს სურდა გამხდარიყო თავისი სრულწლოვანი შვილის მეურვე, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების გამო მუდმივად მოვლა ესაჭიროებოდა.

კონსულტანტმა ნინო პაპაშვილმა მინაია ბ.-ს გაუწია სათანადო კონსულტაცია, მოიპოვა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობები და შეადგინა განცხადება, რომლითაც დედამ სასამართლოს მიმართა.

საბოლოოდ, მარნეულის მაგისტრატმა მოსამართლემ დააკმაყოფილა განცხადება და მინაია ბ. შვილის მეურვედ ცნო.

შვილის მეურვის სტატუსის მოპოვებაში ნინო პაპაშვილი ასევე დაეხმარა მოქალაქე ტარლან მ.-საც, რომელმაც მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს ანალოგიური საკითხით მიმართა.