Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის, დახმარებით, ქურდობის მცდელობაში ბრალდებულის, კობა პ.–ის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა გია გ.–მ სამართალდამცველებს მიმართა თავისი გარდაცვლილი ძმის კუთვნილი ნივთების ქურდობის ფაქტზე. საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულ იქნა გარდაცვლილი პირის მეზობელი – კობა პ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის მურმან ნიკოლეიშვილის ჩართვის შემდეგ, დაცვის მხარემ ბრალდებულის პატირმობიდან გათავისუფლებას და მისთვის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მიაღწია. შემდგომ კი ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა მიმართა პროკურატურას, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეყვეტის შუამდგომლობით, რაც არ დაკმაყოფილდა.

კობა პ. თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მისი თქმით, მეზობელმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას ხელსაწყოები აჩუქა. ნაჩუქარი ნივთების წამოღება კი უკვე მეზობლის გარდაცვალების შემდეგ შეძლო. იგივეს ადასტურებდნენ მოწმეებიც, რომლებიც სასამართლოში დაიკითხნენ. 

საბოლოოდ, პროკურატურამ უარი თქვა წარდგენილ ბრალდებაზე, რის საფუძველზეც, სასამართლომ გამოიტანა განჩინება კობა პ.–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.