Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქსანსა და ბაზალეთში გასვლითი კონსულტაციები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაციები გამართეს.

11 მარტს, საზოგადობრივი ადვოკატები მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში ჩავიდნენ. 12 მარტს კი დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთს ეწვივნენ და კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს კონსულტაციები გაუწიეს. იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიურო გასვლით კონსულტაციებს პერიოდულად მართავს. ეს ღონისძიებები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.