იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ადვოკატის დახმარებით, არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
- მცხეთის ბიუროს ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის დახმარებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდეს არასრულწლოვანი მირზა მ., რომელსაც ბრალი ედებოდა მუნიციპალური ქონების დაზიანება-გადანდგურებაში.
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებულ იქნა არასრულწლოვანი დემურ ხ., რომელსაც ბრალი ედებოდა პორტატული კომპიუტერის კვების ბლოკის ქურდობაში. არასრულწლოვანს თბილისის ბიუროს ადვოკატი, მილერინა მემანიშვილი იცავდა.
- სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ქურდობაში ბრალდებული კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ამირან ა.-ის მიმართ, რომელსაც თბილისის ბიუროს ადვოკატი, თამარ გაბოძე იცავდა. ამირან ა.-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდების მექანიზმი.
კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, არასრულწლოვან ბრალდებულს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. კერძოდ, ქურდობაში ბრალდებული სტეფან კ.-სთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, პაატა მანველიშვილის ძალისხმევით კი, არასრულწლოვანი გათავისუფლდა დაკავებიდან და მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა.