Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კონსულტანტ ირინა ბარბაქაძის დახმარებით სოციალურად დაუცველმა პირმა ქონებრივი უფლება აღიდგინა

2017 წლის აგვისტოს თვეშიიურიდიული დახმარების  მცხეთა–მთიანეთის ბიუროს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა  ქ. მცხეთში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა მოქალაქე ვ.ჭ–მ. 

თავდაპირველად, ზეპირი კონსულტაციის გაწევისას, გაირკვა, რომ   2016 წელს, ვ.ჭ.–ს დასა და ,,თიბისი ბანკი“ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ბენეფიციარი კი  თავისი დას ბანკის წინაშე თავდებად დაუდგა.

 ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკმა შეიტანა სარჩელი, სადაც ვ.ჭ., სხვებთან ერთად,  მითითებული იყო, როგორც მოპასუხე და სარჩელის  უზრუნველყოფის მიზნით მას  თავის სახელზე  საჯარო რეესტრში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

ბენეფიციარისთვის სრულყოფილი სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, საჭირო გახდა სარჩელის შედგენა. იურისტმა ირინა ბარბაქაძემ  გაასაჩივრა მცხეთის რაიონული სასამართლოს  2017 წ ლის 21 ივნისის განჩინება – სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და  ბენეფიციარის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.

თუმცა „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ განიხილა საჩივარი, მაგრამ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება. 

საბოლოო ჯამში, სოციალურად  დაუცველმა ვ.ჭ.– მ თავისი ქონებრივი უფლებები აღიდგინა და შესაბამისად,  მას შეუძლია თვითონვე გადაწყვიტოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გახსვისება ან იპოთეკით დატვირთვა.