Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სასამართლო დავა მოიგო

2017 წლის ივნისში მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს  დახმარებისთვის მომართა  მცხეთის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა მ.ა.–მ, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მოქალაქე ა.ა.–ს დედაა და ამავდროულად მისი მხარდამჭერია.

გაირკვა, რომ ა.ა.  ბავშვობიდან  შშმ პირია. იგი  1990 წლიდან  ფულად შემწეობას შეუფერხებლად იღებდა.  თუმცა   2016 წლის ოქტომბრიდან მას სოციალური დახმარება შეუწყდა. არაერთი საჩივრისა და მიმართვის შემდეგ ა.ა.–ს 2017 წლის 26 იანვრიდან ხელახლა აღუდგა სოციალური პაკეტით გათვალისწინებული დახმარება, თუმცა 4 თვის თანხა აღარ მიუღია.  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ თითქოსდა  ა.ა.–ს საქმეში არ იყო საჭირო დოკუმენტების დედნები და თანხის გაცემაზე უარს ამბობდნენ.  

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა მიუღებელი თანხის მოთხოვნით   განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც   უარი განაცხადეს. აღნიშნული უარი გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოში, საიდანაც კვლავ უარით უპასუხეს. ამის შემდგომ ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა   სარჩელი, სადაც განმარტებული იყო, რომ ა.ა. ბავშვობიდან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისმა დედამ ჯერ კიდევ 1990 წელს  შესაბამის სამსახურში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტების დედნები და  ბენეფიციარს ფულადი დახმარებაც ამ დროიდან ჰქონდა დანიშნული.

2018 წლის  3 აპრილის  მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა და დაევალა  მცხეთა–მთიანეთის  სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს  ბენეფიციარისთვის  მიუღებელი 4 თვის  სოციალური  დახმარების  ანაზღაურება.