Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ძეგველი მოსწავლეები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 6 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროს ადვოკატებმა ირმა ჯიმშიაშვილმა და მურმან ნიკოლეიშვილმა შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის, სოფ. ძეგვის საჯარო სკოლის მე–10  და 11–ე კლასის მოწავლეებთან. ადვოკატების მიერ შეხვედრაზე წარდგენილ იქნა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე“, სადაც განხილულია აღნიშნული პრობლემა და მისი სამართლებრივი ასპექტები.

მოსწავლეებს განემარტათ, რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს, ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, ე.წ. „შემაკავებელი“ და „დამცავი“ ორდერის მნიშვნელობა, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები.

მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები, ჩაერთვნენ დისკუსიაში. შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.