Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოძისის მოსახლეობა ქალთა უფლებებს გაეცნო

2019 წლის 12 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა, ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ  შეხვედრა გამართეს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მოსახლეობასთან.  შეხვედრაზე წარდგენილ იქნა პრეზენტაცია ,,სამსახურის სერვისებისა შესახებ“ და „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე.  

მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რას ნიშნავს შემაკავებელი და დამცავი ორდერები, როგორია თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები. განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხები და თანასწორობის პრიციპების დაცვა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებში.

გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობას გაეწია სხვა სამართლებრივი კონსულტაცია  მათთვის საინტერესო  საკითხებზე. შეხვედრის ბოლოs დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.