Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დუშეთის მოსახლეობა სამართლებრივ საკითხებს გაეცნო

2019 წლის 6 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა ირმა ჯიმშიაშვილმა და ლელა ჭანკოტაძემ შეხვედრა გამართეს დუშეთის მოსახლეობასთან. მოსახლეობას განემარტა თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს, მათ შორის  -  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები.

დუშეთის მცხოვრებლებმა გამოხატეს ინტერესი სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის მიმართ. იურისტებმა დაარიგეს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.