Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ციხისძირის მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია

2019 წლის 22 ოქტომბერს მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ქეთევან თალაკვაძემ და ნათია ბერძენიშვილმა გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი  იყო  პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობისა და მისი საქმიანობის შესახებ, კონსულტაციის გაწევა მოსახლეობისათვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე, კონკრეტულად, თემატიკა შეეხებოდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებებს. 

გასვლით კონსულტაციაში მონაწილეები სამიზნე ჯგუფის ყოველ წარმომადგენელს, თავდაპირველად, გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა, დაარიგეს სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და შემდეგ, რამდენიმე პირს გაუწიეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.

ციხისძირის მოსახლეობამ კეთილგანწყობა გამოხატა არსებული სამსახურის მიმართ, აღნიშნა მისი საჭიროება და გამოთქვა სურვილი, რომ ამ სახის ღონისძიებებს მიეცეს სისტემატური ხასიათი.