Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანების საქმე წარმატებით დასრულდა.

სასამართლოში არასრულწლოვნების ინტერესებს  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი იცავდა. სასამართლომ დააკმაყოფილა არასრულწლოვანების სარჩელი და მათ დედას ჩამოართვა მშობლის უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ. 

ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა, არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელა არაერთი აქტივობა: მისი ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოცემული დავის სპეციფიკიდან  გამომდინარე, საქმეში ჩაერთო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგი.  ფსიქოლოგის შეფასებით, მოზარდებს ჰქონდათ ტრავმული გამოცდილება და მათი მდგომარეობა საჭიროებდა ფსიქოთერაპიულ დახმარებას. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და  ფსიქოლოგის დასკვნების,  არასრულწლოვანების სურვილის და  ინტერესების გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე  დადგინდა, რომ მოზადების დედამ თავისი საქციელით უარყოფითი გავლენა მოახდინა შვილებზე, რითაც გამოიკვეთა მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. 

ვულოცავთ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ ნათია ბერძენიშვლს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.