მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ნათია ბერძენიშვილის მოთხოვნა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი, შშმ პირი ბავშვისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ძალადობაში მსჯავრდადებულისაგან 15 000, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია მოპასუხის ბრალეული ქმედება. სარჩელის წარდგენის შემდგომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო წარმოებაში და გადაეგზავნა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოპასუხეს , რომელმაც დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაგებელი, ამის შემდგომ, ადვოკატმა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ ნათია ბერძენიშვილის სარჩელში წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა კანონიერად ცნო და დააკმაყოფილა.
ვულოცავთ ადვოკატ ნათია ბერძენიშვილს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც