Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ნათია ბერძენიშვილის მოგებული საქმე

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი დაინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ადვოკატად. ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო და მშობელი მორალური კომპენსაციის საზღაურად მოძალადისგან 15 000 ლარის გადახდას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ მოძალადე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით დავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს.

ადვოკატ ნათია ბერძენიშვილის სარჩელი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის შესაბამისად,  ადვოკატმა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლომ  დააკმაყოფილა არასრულწლოვანი შშმ ბავშვის ადვოკატის მოთხოვნა და მოპასუხეს დააკისრა მსხვერპლის სასარგებლოდ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა. გარდა ამისა,  ვინაიდან შშმ მსხვერპლი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში იცავდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, მოპასუხეს დაეკისრა სამსახურის სასარგებლოდ 300( სამასი) ლარის გადახდა.