Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ქეთევან თალაკვაძის დახმარებით ორმა პირმა ავტომობილის მართვის უფლება ვადაზე ადრე აღიდგინა

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე მოქალაქე გ.წ.–ს ინტერესებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში  სასამართლოში იცავდა.  2016 წლის დეკემბერში გ.წ. ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და არასასიამოვნო ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – პირობითად მიესაჯა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ფულადი ჯარიმის გადახდა და  მართვის მოწმობაც ორი წლით ჩამოერთვა. 

2017 წლის აგვისტოში გ.წ.–მ კონსულტაციისთვის ისევ მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს. მას აინტერესებდა, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობდა იმისთვის, რომ მართვის მოწმობა ვადაზე ადრე აღედგინა. ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ გ.წ.–ს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, ასევე მოამზადა სამართლებრივი დოკუმენტაცია და მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც ასაბუთებდა, რომ გ.წ. რესოციალიზებიულია და მას დასაქმებისათვის აუცილებლად ესაჭიროებოდა მართვის მოწმობა. სასამრთლომ სრულად გაიზიარა შუამდგომლობა და მოქალაქე გ.წ.–ს აღუდგინა მართვის მოწმობა.

ანალოგიურად დაკმაყოფილდა ადვოკატ ქეთევან თალაკვაძის მეორე შუამდგომლობაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში. საქმე ეხებოდა  მართვის მოწმობის ვადაზე ადრე აღდგენას  მოქალაქე კ.ო.–სთვის, რომელიც ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გასამართლებული იყო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. დამცველმა დაასაბუთა, რომ კ.ო. წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი, მის ოჯახს აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა და მართვის მოწობის გარეშე, ვერ ასრულებს სამნსახურეობრივ მოვალეობას. 

ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ  დააკმაყოფილა მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ქეთევან თალაკვაძის შუამდგომლობა და მოქალაქე კ.ო–ს მიეცა ნებართვა, მართვის მოწმობის აღდგენის შემდეგ,  განაგრძოს თავისი პროფესიული საქმიანობა.